Конференция
на
тему:
« Известные
университеты мира »
Темы и
докладчики
v МГУ
им. М.В.Ломоносова - Каландадзе
Елена 11/2 кл.
v ТГУ
им. И.А.Джавахишвили -Габричидзе
Тинатин 9/2 кл.
v МГТУ
им. Н.Э.Баумана - Гачечиладзе
Ирма 11/3 кл.
v РУ
дружбы народов -Вашакмадзе
Анна 11/3 кл.
v Колумбийский
унив-т -Марадишвили Елена 11/3 кл.
v Стэнфордский
унив-т -Гогричиани Натиа 9/1 кл.
v Гарвардский
унив-т -Амбидзе
Манана 11/2 кл.
v Кембриджский
унив-т -Гловели Хатиа 9/1 кл.
v Оксфордский унив-т -Абуашвили Русудан 9/2 кл.
v Йельский унив-т -Канкадзе Лела 11/3 кл.
v Сорбонна - Лашкарашвили
Саломея 9/1 кл.
Школа
№11
Русский
язык и лит-ра
Педагог
– Л. Богверадзе
1/06/2012 г.
პროექტის
გეგმა
პროექტის სახელწოდება: « Известные университеты
мира »
საგანი: რუსული ენა.
თემა: « Где учиться?»
ჩატარების თარიღი: 1.06.2012 წ.
მონაწილეთა სწავლების საფეხური: საბაზო მე-9 კლასი - 5 მოსწავლე.
საშუალო მე-11 კლასი- 6 მოსწავლე.
სულ - 11 მოსწავლე.
პროექტის ჩატარების ფორმა
: კონფერენცია.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:
საშუალო
და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რაც ხელს შეუწყობს მომავალში, მოსწავლეების
მიერ პროფესიის შერჩევისას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას.რუსულ ენაზე ინფორმაციის
მოძიება, გაგება,
და საკომუნიკაციო უ/ჩ დახვეწა.
ი.ს.ტ. გამოყენეგა, ინტერნეტის საძიებო პროგრამებში
მუშაობის გაღრმავება.
პროექტის მიზანი და ამოცანები:
შემეცნებითი, ინფორმაციული.
1. საბაზო და საშუალო საფეხურის
მოსწავლეების პროფორიენტაცია.
2. კომპიუტწრთან მუშაობის უნარ/ჩვევების
განმტკიცება,
ი.ს.ტ. გამოყენებით მათთვის საჭირო ინფორმაციის
მოპოვება, ინტერნეტის საძიებოს პროგრამებში მუშაობა, ტექსტის დაჯგუფება, დახარისხება და წარდგენა აუდიტორიისთვის.
3. ლექსიკური მარაგის შევსება, რუსული ენისათვის დამახასიათებელი
ინტონაციის, სათანადო გამოთქმების დახვეწა, ნაცნობი გრამატიკული კონსტრუქციების პრაქტიკაში
სწორად გამოყენება.საკომუნიკაციო უ/ჩ განვითარება.
ე.ს.გ. განსაზღვრული მოსაღწევი შედეგები/ ინდიკატორები:
უცხ. XI.19.5
(მიმართულება-სწავლის სწავლა)
·
მოსწავლე
ეფექტურად იყენებს რესურსებს.(ი.ს.ტ)
·
სამუშაოს
დაწყებამდე თავს უყრის საჭირო რესურსებს და
ახდენს ცოდნის მობილიზებას.
უცხ. X. 6 (მიმართულება-ლაპარაკი) მოსწავლე იცავს უცხოური ენისათვის
დამახასიათებელ ინტონაციას და აქვს სათანადო გამოთქმა.
უცხ. X.9 მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
წინარე ცოდნა:
1. რუსულ ენაში ნასწავლი ლექსიკური,
ფონეტიკური და გრამატიკული კონსტრუქციების
გამოყენება საუბრისას.
2. ი.ს.ტ-ს გამოყენება: საპრეზენტაციო,
საოფისე, ინტერნეტის საძიებო პროგრამების
ელემენტარული უ/ ჩ ფლობა.
სასწავლო მეთოდები და აქტივობები: სასწავლო პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი,
მსჯელობის საფუძველზე შეფასების ცხრილი №1 შევსება.
შესაძლო რისკები და ხარვეზები, და მათი აცილების
გზები: სხვისი
ხელით მასალის მოძიება და სლაიდშოუს მომზადება.კონსულტაციებზე მოთხოვნა ჩატარებული
სამუშაოს დეტალური აღწერა და კითხვებზე პასუხის გაცემა.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.
შეფასება: განმავითარებელი,
განმსაზღვრელი ცხრილი №2,
ურთიერთშეფასების ცხრილი №1
სასწავლო მასალები და რესურსები:
1. ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი,ეკრანი,
მოსწავლეთა ურთიერთშეფასების ცხრილი №1.
2. ინფორმაციის წყარო:
ბეჭდური- სახელმძღვანელო,წიგნები, საკითხავი
სამუშაო მასალა.
ელექტრონული- ინტარნეტის საძიებო პროგრამები.
პროექტის
ხელმძღვანელი:
ლალი ბოგვერაძე-რუსული ენის მასწავლებელი №11საჯ.სკ.
ელ.ფოსტა: bigveradzelali@mail.ru
პროექტის ვებ- გვერდი: laliboveradze.blogspot.com
ურთიერთშეფასების ცხრილი მოსწავლეთათვის №1
№
|
კრიტერიუმები
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
1.
|
შეძლო თუ არა მომხსენებელმა თემის საინტერესოდ
გადმოცემა ?
|
|
|
|
2.
|
იყო თუ არა მოხსენებაში თქვენთვის აქამდე
უცნობი ინფორმაცია ?
|
|
|
|
3.
|
დაგაფიქრათ თუ არა მოხსენებაში წარმოდგენილმა საკითხებმა ?
|
|
|
|
4.
|
გაგიჩინათ თუ არა მოხსენებამ შეკითხვები ?
|
|
|
|
5.
|
სურვილები და კომენტარები.
|
|
|
|
პრეზენტაციის შეფასების ცხრილი № 2
№
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
ქულები
|
1.
|
წარმოდგენილი მასალის შესაბამისობა დავალების
შინაარსთან
|
2
|
2.
|
საუბრისას იცავს რუსული ენისათვის დამახასიათებელ
თავისებურებებს: ინტონაციას, მახვილებს, რიტმს, აქვს სათანადო გამოთქმა, სწორად
და გარკვევით წარმოთქვამს ბგერებს, სიტყვებს.
|
3
|
3.
|
საუბრისას იყენებს ნასწავლ ენობრივ, ლექსიკურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
3
|
4.
|
მასალის მოსაძიებლად და მისი ორიგინალური
ფორმით წარმოსადგენათ იყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
|
1
|
5.
|
წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალით აუდიტორიის
დაინტერესება და გააქტიურება
|
1
|
პროექტის « Известные университеты мира »
მოკლე აღწერა, რეფლექსია.
რუსული ენის სახელმძღვანელოში არის თემა „ Где
учиться?„ რაც საკმაოდ აქტუალურია საბაზო და საშუალო, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.
ისინი დგანან საკმაოდ სერიოზული არჩევანის წინაშე, მათმა სწორმა პროფორიენტაციან უნდა განაპირობოს მომავალში მათი წარმატებული, თუ წარუმატებელი ცხოვრების საკითხი
- „სად ვისწავლოთ, რათა მივიღოთ ხარისხიანი განათლება“?
ამ
პრობლემამ გადაგვაწყვეტინა პროექტოს განხორციელება სადაც მოსწავლეები უფრო ღრმად და
საფუძვლიანად შეისწავლიდნენ იმ უმაღლესი სასწავლებლების
მონაცემებს, რომლებსაც თვითონ შეარჩევდნენ.
მასწავლებლის მხრიდან მოხდა მოსწავლეების
პროვოცირება, მათი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადაყვანა.
ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ, მათ მართლა აინტერესებდათ რა რეალური შესაძლებლობები
არსებობს მსოფლიოში ხარისხიანი განათლების მიღების თვალსაზრისით.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სამიზნე ჯგუფი უნდა ყოფილიყო
მე-9 კლასის, როგორც საბაზო საფეხურის დამამთავრებელი და მე-11კლასის მოსწავლეები,
რადგან მე-12 კლასელებთან ამ თემაზე საუბარი
უკვე დაგვიანებულია.
პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად
განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან, და პროექტში მონაწილეთა შერჩევისას მოითხოვს,
გარდა მათი უდიდესი სურვილისა ისეთ კომპეტენციებს როგორებიცაა: რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა, რათა თავიანთი
თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, ი.ს.ტ.
გამოყენების, ინტერნეტის საძიებო პროგრამებში მუშაობის მცირე გამოცდილებას მაინც, სამუშაოს
ორგანიზების უნარს, პრეზენტაციის, კომუნიკაციის უნარს, ეს აუცილებელია ნაშრომის საზოგადოების
წინაშე წარსადგენად, რაც ნამდვილად აქვთ, რადგან ხშირად უწევთ რუსულის გაკვეტილზე პრეზენტაციების გაკეთება,
დამოუკიდებელი სწავლის უ/ჩ, ანალიტიკური შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების უნარს.
აუცილებელია უდიდესი პასუხისმგებლობა და მოთმინება, მათ უნდა გაიაზრონ, რომ თავად იქნებიან
პასუხისმგებელნი საკუთარ ნამუშევარზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროექტზე მუშაობას
მიაქვს ბევრი დრო და მუშაობა ხშირად გაკვეთილების შემდეგაც გრძელდება.
ყოველივა ზემოთქმულის გათვალისწინებით და მოსწავლეებისათვის გაცნობით,
მოსალოდნელი გარკვეული რისკების და შესაძლო
ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით, რადგანაც ყველას არ შეუძლია თავი გაართვას მსგავს
სამუშაოს, მე ვთხოვე ბავშვებს დაფიქრება და გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ შეძლებდა
რეალურად დამოუკიდებლად გაერთვა თავი ამგვარი სამუშაოსთვის, და არა სხვისი ხელით საქმის გაკეტებით, რისი რისკიც
რეალურად არსებობდა.
ერთდღიანი
ფიქრის შემდეგ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 11-მა მოსწავლემ და დაიწყო პროექტზე
მუშაობა. დაინიშნა პირველი სხდომა,რომლისთვისაც ბავშვებს უნდა შეერჩიათ მატთთვის საინტერესო
უმაღლესი სასწავლებლები.
პროექტში მონაწილეთა პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა
გაგვაცვეს მათ მიერ შერჩეული უნივერსიტეტები.
თემატიკა განაწილდა შემდეგნაირად:
1. თინათინ გაბრიჭიძე -ი. ჯავახიშვილის
სახ. უნივერსიტეტი - 9 კლ.
2. ნათია გაგრიჭიანი - სტენფორდის
უნივერსიტეტი - 9კლ.
3. ხატია გლოველი - კემბრიჯის უნივერსიტეტი - 9კლ.
4. რუსუდან აბუაშვილი - ოქსფორდის უნივერსიტეტი - 9კლ.
5. სალომე ლაშქარაშვილი - ცორბონის
უნივერსიტეტი - 9კლ.
6. ელენე კალანდაძე - ლომონოსოვის
სახ. უნივერსიტეტი - 11კლ.
7. ირმა გაჩეჩილაძე - ბაუმანის სახ. მოსკოვის ტექნიკური უნივერ-ი -
11კლ.
8. ანა ვაშაყმაძე - პატრის ლუმუმბას
სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერ-ი - 11კლ.
9. ელენე მარადიშვილი - კოლუმბიის
უნივერსიტეტი - 11კლ.
10. მანანა ამბიძე - ჰარვარდის
უნივერსიტეტი -
11 კლ.
11. ლელა კანკაძე - იელის უნივერსიტეტ -
11 კლ.
პრიველ სხდომაზე მსჯელობისას და აზრთა
გაზიარების შედეგად გადაწყდა:
·
პოექტის
სახელწოდება - „ Известные
университеты мира „
·
სამიზნე
ჯგუფი - საბაზო( 9კლ.), საშუალო -(11კლ.) მოსწავლეები.
·
პრ.მონაწილეთა
რაოდენობა - 11 მოსწავლე.
·
ვადები
- გრძელვადიანი 2 თვე. 25 მარტიდან -25 მაისამდე.
·
პროექტის
ფორმა - კონფერენცია.
·
პრ.
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური.
·
პრ.შუალედური
კონსულტაციების და მონიტორინგის პერიოდულობა -
კვირაში ერთხელ , პარასკევს გაკვეთილები შემდეგ.
შეხვედრები იქნებოდა
როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური.
ამავე სხდომაზე
შევჯერდით, თუ რა ინფორმაცია უნდა მოძიებულიყო, რომელი საინფორმაციო წყაროებიდან რა ხერხებით და სხვა. გავაკეთეთ უახლოესი სამუშაოს
ჩამონათველი და მოსწავლეები შეუდგნენ მუშაობას
.
ამ
შეხვედრებზე მე ვასრულებდი კონსულტანტის როლს, ვაძლევდი მოსწავლეებს მიმართულებას,
ვუსრორებდი შეცდომებს, ვაძლევდი მოსწავლეებს
მიმართულებას, ვპასუხობდი მათ კითხვებს, ვაძლევდი რჩევებს,ერთობლივად ვასწორებდით მათ
მიერ დაშვებულ შეცდომებს. ყველა კონსულტაციის დროს ვმუშაობდით რუსული ენისათვის დამახასიათებელ
თავისებურებებზე როგორიცაა მახვილი, გამოთქმა, ვასწორებდით დაშვებულ შეცდომებს ლექსიკა-გრამატიკულ
კონსტრუქციებში.
არ
შეიძლება არ აღინიშნოს თუ რა ინტერესი გამოავლინეს
პროექტზე მუშაობისას.
გაკვირვებას ვარ მალავდნენ, როდესაც გაიგეს თუ რა
დიდი და რთული სტრუქტურაა ნებისმიერი და, მითუმეტეს, მათ მიერ შერჩეულ უძველესი ისტორიის
მქონე უნივერსიტეტები. გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც მათ მიერ მოძიებულ მასალებში
და კურსდამთავრებულთა სიებსა და ფოტოებზე იხილეს
ყველასათვის ნაცნობი პიროვნებები. ძალიან მოეწონათ რომ უმრავლეს ცნობილ უნივერსიტეტებს
აქვთ თავიანთი სკოლები, სადაც ბავშვებს გაკვეთილებს უტარებენ ამ უნივერსიტეტების ცნობილი
პროფესორები. გაოცებული დარჩნენ სტატისტიკური მონეცემებით: ფაკულტეტების რაოდენობა,
მსმენელების რაოდენობა და გეოგრაფია, ტერიტორიის ფართი და ფილიალების რაობენობა. ფთამბეჭდავი იყო მათთვის უნივერსიტეტების
ბიბლიოთეკები, მათი ტექნიკური აღჭურვა და მრავალი სხვა. ყოველივა ეს იყო ბავშვებისთვის
ახალი და უცნობი, რამაც ძალიან აამაღლა მათი მოტივაცია არა მარტო პროექტზე მუშაობისა,
არამედ საერთოდ, სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა.
მოსწავდეები დიდი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოს მაშინაც
კი, თუ პროექტზე მუშაობა ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვდა.
ბავშვები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუშაობაში,
შუალედური კონსულტაციები იმართებოდა საინტერესოდ, მონაწილეები უზიარებდნენ ერთმანეტს მათ მიერ მოპოვებულ ახალ ინფორმაციას.
პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს და განავითარეს ისეთი უ/ჩ როგორიცაა:
პასუხისმგებლობა,
აუდიტორიის ფლობა პრეზენტაციის დროს, კრიტიკული, შემოქმედებითი, ანალიტიკური აზროვნება
.ინფორმაციის მოძიებია, დაჯგუფება- დახარისხება, მოძიებული მასალის შემდგომში სწორად
კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (რუსულის, ი.ს.ტ.-ს),
სხვადასხვა დროს მიღებული ცოდნის ტრანსფერი, რაც გამოვლინდა კითხვა- პასუხის დროს პრეზენტაციაზე,
ურტიერთშეფასების და ანალიზის გაკეტების უნარი და სხვა.
პრეზენტაციის ტექნიკური მხარე იყო შესრულებული
შესანიშნავად, სლაიდ შოუ იყო დახვეწილი და გემოვნებით შესრულებული,სათანადო ტექნიკური
ეფექტებით, თხრობა იყო გამართული, ტუმცა კონფერენციის ფორმატში დასაშვებია წაკითხვა.
იყო ხარვეზებიც, ზოგიერთი მოხსენება იყო მოცულობით
დიდი, მაგრამ ბავშვებს იმდენად უნდოდათ მათ მიერ მოძიებული და და მუშავებული მასალის
მთლიანად მიწოდება, რომ არ დათანხმდნენ შეკვეცაზე და რეგლამენტი ზოგჯერ იყო დარღვეული.
თვითოეულ მომხსენებელს მონაწილეები აფასებდნენ
ურთიერთშეფასების ცხრილით №1 , რომელიც გადაეცემოდა მომხსენებელს
შემდგომში რჩევების გასათვალისწინებლად.
კონფერენციაზე დასწრება იყო თავისუფალი, ესწრებოდნენ
როგორც დირექცია, კათედრის წევრები და სხვა
კათედრის მასწავლებლები, ასე სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
ყველა მომხსენებელმა ( სულ 11 მომხსენებელი)
ჩააბარა სამუშაო მასალის ბეჭდური და ელექტროკონული
ვერსიები თაბახის ფურცლებზე და დისკებზე.
კონფერენციის
მასალები და ფოტოები დაცულია.
კონფერენციის გარჩევა იხილეთ: უცხოური კათედრის
სხდომის ოქმი №16.
მე -11 საჯარო სკოლის
რუსული
ენის მასწავლებელი: ლალი ბოგვერაძე.
პროექტები, რომლებიც აუცილებელია მოსწავლეთა თვალსაწიერის გასაფართოვებლად...
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა.
Удалить